воскресенье, 1 ноября 2009 г.

ფიზიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები

1.პროექტის სახელი:ფიზიკა და თანამედროვე ტექნოლოგიები
2.პროექტის მიზანი:
ტექნოლოგიური პროცესების დაკავშირება მექანიკის ძირითად კანონებთან.
3.პროექტის აღწერა:
კლასში მოსწავლეთა სამი ჯგუფში განაწილდება სამუშაო მასალა.
* ჯგუფი- სამედიცინო აპარატურა;
* ჯგუფი- გასართობი კარუსელების მოდელირება დიზაინი;
* ჯგუფი- საფრენი აპარატები.
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ საჭირო ინფორმაცია დავალებაში მიცემული ტექნოლოგიების შესახებ, შეაგროვონ ინფორმაცია ექსპერიმენტული და თეორიული კვლევების შესახებ, ანალიზის საფუძველზე აღწერონ მეცნიერების როლი ტექნოლოგიური პროცესის განვითარებისა და დახვეწისათვის, ტექნოლოგიური პროცესები დააკავშირონ მექანიკის ძირითად ( ნიუტონის, ენერგიის მუდმივობის) კანონებთან. მათ ამისთვის მასწავლებლის დახმარებითაც მიეწოდება გამოყენებული ლიტერატურის სახელწოდებები და საჭირო ვებ გვერდების მისამართები.
4. მონაწილეთა ასაკი: 16 -17 წლის ასაკის მოსწავლეები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: *ჯგუფების შექმნა და დავალებების განაწილება;
* მოძიებული მასალის (1 თვეში) წარდგენა და დისკუსიის საშუალებით ტექნოლოგიური პროცესების მექანიკის ძირითად კანონებთან დაკავშირება.
* პროექტების პრეზენტაცია.
7.მოსალოდნელი შედეგები: აგროვებს ინფორმაციას ექსპერიმენტული და ტეორიული კვლევების სესახებ. ანალიზის საფუძველზე აღწერს მეცნიერების როლს ტექნოლოგიური პროცესების ტექნოლოგიური პროცესების განვიტარებისათვის და დახვეწისათვის; უვითარდებათ კვლევის, ანალიზისა, ინფორმაციის მოძიებისა და ორგანიზების უნარ-ჩვევები.
8. სარგებელი სხვებისთვის: ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზ.11/12.1 მოსწავლე აკავშირებს ტექნოლოგიურ პროცესებს მექანიკის ძირითად კანონებთან.
11. პროექტის ფასილიტატორი: ნანა კაცაძე
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: n.kacadze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nanakacadze.blogspot.com

ააააააააა

დდდდდდდდდდდდდდ